დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დღიდან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ბრძოლის ველზე გმირულად იცავდნენ.

ბევრი მათგანი ამ ომებს შეეწირა და მათი სახელი უკვდავია ჩვენთვის. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ისინი განსაკუთრებულად საამაყოები არიან. მათი არსებობა გვიქმნის განცდას და მაგალითს, რომ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დამოუკიდებლობას, საფრთხე არ დაემუქრება.

კომპანია „სილქნეტმა“ ფონდისთვის გამოყო საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

„სილქნეტმა“ 2018 წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებისათვის Forbes Georgia-სგან ჯილდო მიიღო: „Forbes Georgia Social Impact” - ფორბსის ჯილდო სოციალური პასუხისგებლობისთვის.

სიახლეები

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ქართველი დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით, საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასისა და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტის მიერ მოეწყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. შემოწირული თანხა გადაეცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“. დიდი მადლობა საფრანგეთის საელჩოს თბილისში ქართველი დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების თანადგომისათვის. სამშობლოსათვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების დაფასება და მათი ღვაწლის აღნიშვნა ყველა ჩვენგანის ვალია. მათდამი მადლიერების გამოსახატად მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

11 ნოემბერს მიღება გაიმართა მისი აღმატებულება, ელჩის რეზიდენციაში, სადაც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა გადასცა აქციის შედეგად შეგროვებული თანხის სიმბოლური ნიშანი. მიღებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჩაჩიბაია და სამინისტროს წარმომადგენლები.

გაიგეთ მეტი

ამერიკული სარეაბილიტაციო ცენტრის, “Boulder Crest Retreat”-ისა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის (WWSF) პირველი ერთობლივი ნაბიჯი

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის (WWSF) თანადაფინანსებით ორგანიზება გაეწია ამერიკაში ქართველი ვეტერანების ვიზიტს. 5-12 ნოემბერს, ქართველ დაშავებულ ვეტერანებს უმასპინძლა სარეაბილიტაციო ცენტრმა “Boulder Crest Retreat” ვირჯინიაში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, Boulder Crest Retreat - ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის კენ ფოლკის დახმარებითა და ქართული მხარის დაფინანსებით: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა (WWSF) და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით. ზემოხსენებულ ცენტრს ესტუმრა 2 ვეტერანი მეუღლეებთან ერთად, სადაც ისინი ჩაერთნენ ცენტრის ბაზაზე არსებულ პროგრამებში. აღნიშნული პროექტი გახლავთ “Boulder Crest Retreat”-ისა და WWSF-ის პირველი ერთობლივი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ, მეტი ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების ხელშეწყობას რეაბილიტაციის კუთხით.

გაიგეთ მეტი

ფონდის თანადამფუძნებელი ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenge Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

2019 წლის 6 მარტს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის თანადამფუძნებელი, პაატა პატიაშვილი აშშ-ში ქალაქ სან დიეგოში შეხვდა ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenged Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს ვირჯინია თინლის, ნიკო მარკოლონგოს და ტრევის რიქსს. Challenge Athletes Foundation-მა ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა მჯდომარე კალათბურთის 2 ეტლი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა კალათბურთის გუნდისთვის.

გაიგეთ მეტი

15 დეკემბერს სილქნეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

WWSF, საქველმოქმედო სადილი (15.12.2018)

გაიგეთ მეტი

სილქნეტმა დააფუძნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომლის საქმიანობისთვის, ყოველწლიურად, სულ მცირე, 120 000 ლარს გაიღებს“.

სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილი მეომრები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ფასეულობას - თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელთა მიმართ მადლიერების და მხარდაჭერის გამოხატვა ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ამ საკითხში ბიზნესის, როგორც კორპორაციული მოქალაქის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომპანია სილქნეტმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი დააარსა

15 დეკემბერს სილქნეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

გაიგე მეტი
25 ბენეფიციარი
80,000.00 დახარჯული თანხა
6 პარტნიორი

პარტნიორები

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა