ფონდის პრეზენტაცია

2018 წლის 16 ივლისს კომპანია სილქნეტიმა გამართა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" დაფუძნებისადმი მიძღვნილი ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და საფრანგეთის ელჩები, სამხედრო ატაშეები, ნატოს ძირითადი ჯგუფის და ამერიკის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, დაჭრილი სამხედროები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და სხვა. ფონდის საქმიანობა დალოცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები.

სილქნეტმა აიღო ვალდებულება, რომ ყოველწლიურად, სულ მცირე, 100,000 ლარი გაიღოს ფონდის დასაფინანსებლად და მუდმივად იზრუნოს ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე. სილქნეტის ინიციატივას უკვე შეუერთდა კომპანია „დეტი“, რომელიც ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად 20,000 ლარს შეიტანს.

ახალი ფონდის ხედვა, მისია და მიზნები დაეფუძნება გამჭვირვალობის და მაღალი პასუხისმგებლობის პრინციპებს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას ფონდის საქმიანობის ანგარიშს და აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას ფონდის ბენეფიციარების შესახებ.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა