2023-08-08

ევრონიუს ჯორჯია, ინვიქტუსის გრანტი, მჯდომარე კალათბურთის ეტლები დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის ეტლები-ევრონიუსი, 8 აგვისტო

Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობა

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა ბრიტანული საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის 10 ცალი მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა.

ფონდი დაარსებიდან არაერთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი Invictus Games Foundation. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული ფონდისგან მიღებული გრანტით შეიძინა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის. გუნდი საქართველოს თანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მუდმივად აქტიურად ვარჯიშობს სხვადასხვა ასპარეზობებში მონაწილეობისათვის, სადაც ღირსეულ მეტოქეობას უწევს სხვადასხვა ქვეყნების უძლიერეს გუნდებს სპორტის არაერთ სახეობაში. ეტლების საქართველოში ტრანსპორტირება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ სილქნეტმა უზრუნველყო. ფონდი ეტლებს გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა გუნდს. ამჟამად, გუნდი ემზადება „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება დუსელდორფში. ბრიტანული ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით შეძენილი ეტლები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჭრილმა მებრძოლებმა სათანადო მომზადება გაიარონ და ღირსეულად გამოვიდნენ აღნიშნულ ტურნირზე. ფონდისთვის ძალიან საამაყოა ამ სასარგებლო საქმეში მონაწილეობა.

13

13

08

08

07

07

09

09

10

10

11

11

04

04

12

12

03

03

06

06

05

05

14

14

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ სიუჟეტი

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა