დახმარების მიღება

კრიტერიუმები

 

ვის ვეხმარებით?

საქართველოს შეიარაღებული ძალების მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს და მათ არასრულწლოვან შვილებს.

ვეტერანის სტატუსის მქონე პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს და მათ არასრულწლოვან შვილებს.

 

რითი ვეხმარებით?

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება/თანადაფინანსება;

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა სამედიცინო დახმარება საჭიროებებიდან გამომდინარე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისი გარემოს შექმნა დაზიანებებიდან გამომდინარე (საცხოვრებელი ბინების ადაპტირება, პანდუსის მოწყობა, საჭირო დამხმარე ინვენტარით უზრუნველყოფა)

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანის სტატუსის მქონე პირების არასრულწლოვანი შვილების სამედიცინო დახმარება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისი გარემოს შექმნა საჭიროებიდან გამომდინარე (საცხოვრებელი ბინების ადაპტირება, პანდუსის მოწყობა, საჭირო დამხმარე ინვენტარით უზრუნველყოფა)

 

როგორ მივიღო დახმარება?

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

შენიშვნა: დახმარება გახლავთ ერთჯერადი და არ აღემატება 2500 ლარს. აღნიშნული თანხის ზრდა პირდაპირპროპორციულია ფონდის ბიუჯეტის ზრდისა. გადაუდებელ შემთხვევებში, 2500 ლარის ზემოთ, ფონდმა შესაძლებელია განიხილოს საჭირო თანხის 50%-ით თანადაფინანსება. ამისათვის, ფონდის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად, ბენეფიციარს 50%-ის დაფინანსება უკვე მოპოვებული უნდა ჰქონდეს და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ფონდს, რის საფუძველზეც, ფონდი განიხილავს დარჩენილი თანხით თანადაფინანსებას.
 
არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, შესაძლებელია თვეში 4 ბენეფიციარის დაფინანსება/ თანადაფინანსება

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა